logo
ENG



"ოცნების" შეტევა აშშ-ის საელჩოზე

23 აგვ 202220:19
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის საელჩო რევოლუციურ პროცესებში ახლა პირდაპირ ქართულმა ოცნებამ დაადანაშაულა. არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების საკითხზე თავისივე წამოწყებული კამპანია ხელისუფლებამ კვლავ სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმისთვის გამოიყენა. ივანიშვილის ოთხეულის სახელით გამოქვეყნებული ტექსტი საკმარისი არ აღმოჩნდა და ახლა ქართული ოცნება არ ერიდება, შინაარსობრივად თავადვე გაიმეოროს ის, რაც წერილში ეწერა. ხელისუფლება შოკისმომგვრელს უწოდებს ამერიკის საელჩოს მხარდაჭერას ISFED-ის მიმართ. კონფლიქტი დასავლეთთან სულ უფრო ღრმავდება. 


close დახურვა